ბავშვთა დაცვის დღეს მზიურში მზის ფესტივალი  ჩატარდა
ბავშვთა დაცვის დღეს მზიურში მზის ფესტივალი ჩატარდა
Uncategorizedბლოგისიახლე

ბავშვთა დაცვის დღეს 1 ივნისს მზიურის პარკში წელს რიგით მე-9 მზის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო დატვირთული. პარკის შესასვლელში გამოფენილი იყო პატარების მიერ მზის ფესტივალის კონკურსის “მე ვხატავ მზეს” ნამუშევრები. მსურველებს შეეძლოთ სამახსოვრო ფოტოების გადაღება, სახის მოხატვა. დღის 12 საათიდან საღამოს 7 საათამდე მზიურის პარკის სცენაზე გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა. ფესტივალის მნიშვნელოვანი დეტალი მისი ინკლუზიურობააა, მას ყოველ წელს ესწრებიან და ღონისძიებებში მონაწილეობენ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვები და ბავშვთა სახლების აღსაზრდელები. პატარებმა ოვაციებით მიიღეს სცენაზე ეტლით მოსარგებლე სუპერგმირი სპაიდერმენი მეგობართან ერთად. ფესტივალზე გათვალისწინებული იყო აქტივობები მშობლებისთვის. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ...

Continue reading

გამოშვერილი თითი
გამოშვერილი თითი
ბლოგი

ავტორი-ნათია გოგოლაშვილი ამბობენ ადამიანის ბედი მაღლა, დედამიწიდან შორს, ცაში წყდებაო. მინდა მჯეროდეს, რადგანაც იქ მაინც მნიშვნელობა არ ექნება ადამიანის ფიზიკურობასა და სხვა გარემოებებს. იქ ყველაფერს სხვა საზომით გაზომავენ. დავიბადე 1971 წლის 16 იივლისს გათენისას. დედას უხაროდა, “რა კარგია, რომ გოგონაა. როგორც კი მოიზდება სურვილს ავისრულებ და ციგურებზე ვატარებ. ყინულზე სრიალი ძალიან მოუხდება”. დედა კი ოცნებობდა. მაგრამ. . . წლინახევრის ასაკში ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დამისვეს. დაიწყო გაუთავებელი და დამღლელი პროცედურები. მე კი ეს პროცესი საშინლად არ მიყვარდა, რადგანაც ვფიქრობდი ყოველივე ეს თოჯინებთან და მეგობრებთან თამაშის ძვირფას წუთებს მართმევდა. მაგრამ ...

Continue reading