შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების შეხვედრა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების შეხვედრა
ფოტო გალერეა

ორშაბათს, 2015 წლის 23 მარტს, ორგანიზაციის ,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება'' ოფისში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო ორგანიზაციების ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა და სტრატეგიული თანამშრომლობის დაგეგმვა. შეხვედრა ჩატარდა ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის'' - PHR ინიციატივით და მას ფასილიტაცია გაუწია ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელმა ანა არგანაშვილი. [zooeffect AEGA8YM7a2x0]

Continue reading

შეხვედრა სმენის პრობლემის მქონე ბავშვთა მშობლებთან
შეხვედრა სმენის პრობლემის მქონე ბავშვთა მშობლებთან
ფოტო გალერეა

2015 წლის 26 თებერვალს, ორგანიზაციაში ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება გაიმართა შეხვედრა სმენის პრობლემის მქონე ბავშვთა მშობლებთან; შეხვედრაზე ორგანიზაციამ მშობლებს გააცნო პროექტის ადრეული ჩარევის მიზნები და ამოცანები; განათლების სამინისტროსა და ყრუთა კავშირის წარმომადგენლებმა წარადგინეს პროგრამა signwiki რომელიც საქართველოში ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა და რაც წარმოადგენს ჟესტური ენის ონლაინ ლექსიკონს. http://ge.signwiki.org/index.php/Main_Page ეწვიეთ ჟესტური ენის ონლაინ ლექსიკონს [zooeffect AULAYV8clOrh]

Continue reading

თბილისის დინამოს ფეხბურთელების სტუმრობა ორგანიზაციაში
თბილისის დინამოს ფეხბურთელების სტუმრობა ორგანიზაციაში
ფოტო გალერეა

ჩვენ გვიყვარს დინამო!!! (22 photos) 14 ნოემბერს ორგანიზაციაში დინამოს ფეხბურთელები გვეწვივნენ. ორგანიზაციის ბენეფიციარების კითხვებს უპასუხეს, საჩუქრები მოუტანეს და მათთან ერთად ტორტი მიირთვეს. On November 14, 2014 the footballers or Georgian National Football Team DINAMO visited our organization,they talked to our beneficiaries, answer their question,brought some gifts to them and tasted the amazing cake with the children. [zooeffect AgAAJKs1Awyy]

Continue reading

ექსკურსია ყვარელში
ექსკურსია ყვარელში
Uncategorizedფოტო გალერეა

20 სექტემბერს ორგანიზაციის თანამშრომლები ექსკურსიაზე წავედით ყვარელში; ეს დღე ყველასთვის ძალიან ემოციური იყო, ყვარლის მთებმა, ნეკრესის საოცარმა სიმშვიდემ და გრემის კომპლექსის უნიკალურმა სილამაზემ ყველაზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა; ის რაც სიტყვებით ვერ ითქმის შეგიძლიათ იხილოთ ფოტოებზე [zooeffect AkOAX-bxKWta]

Continue reading

სასწავლო-საგანმანათლებლო ბანაკი დაბა შეკვეთილში
სასწავლო-საგანმანათლებლო ბანაკი დაბა შეკვეთილში
ფოტო გალერეა

კავშირი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება პროექტის ”კითხვა უკეთესი მომავლისათვის” ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ამერიკის განვითარების სააგენტოს UშAID-ის მხარდაჭერით, მოეწყო 12 დღიანი სასწავლო-საგანმანათლებლო ბანაკი დაბა შეკვეთილში.  მხედველობა დაქვეითებული და უსინათლო ბავშვთათვის და მათი მშობლებისათვის . ბანაკის ხანგრძლივობაა 27 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე. ბანაკი ჩატარდა 2 ეტაპად, პირველი ეტეპზე მონაწილეობდნენ 5-დან 9 წლამდე და მეორე ეტაპზე 10-დან 18 წლამდე უსინათლო და მხედველობა დაქვეითებული ბავშვები და მათი მშობლები მთელი საქართველოდან. ბანაკს გაუძღვა 5 გამოცდილი ტრენერი, რომლებიც წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობდნენ უსინათლო და მცირემხედველ ბავშვებთან. [zooeffect AUDAw8rlPc_R]

Continue reading

ვიზიტი მარნეულში
ვიზიტი მარნეულში
ფოტო გალერეა

პროექტის "კითხვა უკეთესი მომავლისთვის" ფარგლებში განხორციელდა ვიზიტი მარნეულში,სადაც მარნეულის გამგებლის მოადგილე ზურაბ ტაბატაძესთან შედგა შეხვედრა; ვესტუმრეთ კიზილაჯილოს საბავშვო ბაღს სენსორული პრობლემების მქონე ბავშვთა ადრეული ჩარევის ცენტრის შერჩევის მიზნით. გვიმასპინძლა საბავშვო ბაღის გამგემ ლეილა კარაევამ , მარნეულის ნომერ 3 ბაგა ბაღში განვახორციელეთ ვიზიტი და შეგვხვდა ადმნისტრაციის უფროსი სერგო მინაძე. [zooeffect AEAAB3bJGvUj]

Continue reading

სამუშაო შეხვედრა უსინათლო ბავშვების განათლების კუთხით (19/06/2014)
სამუშაო შეხვედრა უსინათლო ბავშვების განათლების კუთხით (19/06/2014)
ფოტო გალერეა

როგორც გახსოვთ, ორგანიზაციაში ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი "კითხვა უკეთესი მიმავლსთვის" მიმდინარეობს; პროექტი ეხება მხედველობისა და სმენის დარღვევების მქონე ბავშვთა განათლებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 19 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა პარტნიორი ორგანიზაციების და დაინტერესბული მხარეების მონაწილეობით. შეხვედრაზე განხილული იქნა უსინათლო ბავშვების განათლების საკითხები. [zooeffect AcCApyr2GlM4]

Continue reading

(13.06.2014)”კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ინიციატივით ჩატარდა აქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების არჩევნებში ჩართვის მოთხოვნით.აქციას შეუერთდა ჩვენი ორგანიზაციაც
(13.06.2014)”კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ინიციატივით ჩატარდა აქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების არჩევნებში ჩართვის მოთხოვნით.აქციას შეუერთდა ჩვენი ორგანიზაციაც
ფოტო გალერეა

(13.06.2014)"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ინიციატივით ჩატარდა აქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების არჩევნებში ჩართვის მოთხოვნით.აქციას შეუერთდა ჩვენი ორგანიზაციაც [zooeffect AAGAIw7Exoy6]

Continue reading