პროექტში „კითხვა უკეთესი მომავლისათვი“(Reading for Better Future)მიმდინარეობს ამერიკის განვითარების სააგენტოს,USAID-ის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია : სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების (დაწყებითი კალსების ასაკის 5-12 წელი), აგრეთვე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების კითხვისა და განათლების დონის გაუმჯობესება დაწყებითი კლასების ბაზაზე. პროექტის გავრცელების გეოგრაფიულ არეალია: თბილისი, ქობულეთის, ოზურგეთის, თელავის, ზუგდიდის, ქუთაისის, გორის მუნიციპალიტეტები. ასევე სამცხე-ჯავახეთსა და მარნეულის რაიონი. სამიზნე ჯგუფი : ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან საგანმანათლებლო სისტემის მიღმა და/ან მათი ჩართულობა საგანმანათლებლო სისტემაში ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს. 1) 5-12 წლის ასაკის სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ( სმენის არ მქონე /ყრუ და სმენადაქვეითებული, ასევე უსინათლო და მცირედმხედველი) ბავშვები; 2) 5- 12 წლის ასაკის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე) გოგონები; პროექტის ამოცანებია : სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვების გამოვლენა და რეფერირება, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვების და განსაკუთრებით გოგონების, რომლებიც არიან საგანმანათლებლო სისტემის მიღმა; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთახმებით საკითხავი მასალების, სახელმძღვანელოების და სწავლების მეთოდოლოგიის შექმნა-განვითარება სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვებისათვის; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთახმებით სახელმძღვანელოების შექმნა და ბეჭდვა სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვებისათვის (1-6 კლასი) გზამკლევის შექმნა და ბეჭდვა პედაგოგებისა და მშობლებისათვის; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთახმებით ტრენინგების უზრუნველყოფა პედაგოგებისა და მშობლებისათვის სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო საჭიროების მხარდასაჭერად;