პრაქტიკამ ცხადყო, რომ საჭირო უნარჩვევების ათვისების შემდგომ ბევრ ბენეფიციარს შეუძლია დასაქმდეს, გახდეს სოციალურად აქტიური და ჩაებას სასარგებლო საზოგადოებრივ საქმიანობაში. იმისათვის რომ ამ ადამიანებმა დაიმკვიდრონ თავისი ადგილი საზოგადოებაში აუცილებელია მათი დასაქმების პრობლემის მოგვარება. გარდა ბენეფციართა დასაქმებისა (ბენეფიციარები შეირჩა მათი სოციალური სტატუსისა და უნარების მიხედვით, ოთხივე მათგანი არის შრომისუნარიანი და შესაფერისი აღნიშნული სამუშაოსათვის, მათი დიაგნოზებია მსუბუქი და საშუალო გონებრივი ჩამორჩენა და იმყოფებიან სოციალურად დამცველთა ბაზაში.) სათბურს აქვს სასწავლო დატვირთვაც სათბურის ბაზაზე მოწყობილია სოციალური სახელოსნო, სადაც ცენტრის ბენეფიციარები მოდიან კვირაში ერთხელ და გადიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს მცენარეთა მოვლა-დაცვის შესახებ. სახელობო სწავლების იდეაა ამ ადამიანების შემდგომი დასაქმება.