მაკა ჭანკვეტაძე , პროექტის მენეჯერი

„ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე უბრალოდ დავიწყო და განსხვავებულ შესავალზე არ ვიფიქრო. მე გახლავართ მაკა ჭანკვეტაძე, „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ პროექტის მენეჯერი. უკვე 10 წელზე მეტია ვმუშაობ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთნ და მოზარდებთან. ჩემი მთავარი მიზანია ამ ადამიანებისათვის თანაბარი პირობების შექმნა, რაც პირველ რიგში მათთვის შესაფერისი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფით უნდა დავიწყოთ. სრულყოფილი განათლება ხელს შეუწყობს შშმ პირების დამოუკიდებელობის ხარისხის გაზრდას და საზოგადოებაში ჩართულობის უზრუნველყოფას. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მე დღეს „ბავში, ოჯახი, საზოგადოების“ გუნდის წევრი ვარ.